ტექნიკური ჯგუფი/ტექნიკური მომსახურება​

ტექნიკური ჯგუფი

სპეციალური ტექნიკით და ეკიპირებით აღჭურვილი ტექნიკური ჯგუფი რეკლამის განთავსების, ელ. ენერგიის მიწოდების, რემონტისა და მონიტორინგის სამუშაოებს მთელი საქართველოს მასშტაბით ასრულებს. 

თბილისში

მონიტორინგის 3 ჯგუფი, რომელიც გადაადგილდება კომპანიის კუთვნილი

ავტომობილებით როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში.

ელ ენერგიის მიწოდებისა და რემონტის 3 ჯგუფი, რომელიც აღჭურვილია

სპეც. ტექნიკით და შესაბამისი ეკიპირებით. 

აღმოსავლეთ საქართველოში

მონიტორინგის 2 ჯგუფი, რომელიც გადაადგილდება

კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში.

ელ ენერგიის მიწოდების და რემონტის 2 ჯგუფი, რომელიც აღჭურვილია სპეც. ტექნიკით და შესაბამისი ეკიპირებით. 

დასავლეთ საქართველოში

მონიტორინგის 3 ჯგუფი, რომელიც გადაადგილდება

კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში.

ელ ენერგიის მიწოდების და რემონტის 2 ჯგუფი, რომელიც აღჭურვილია სპეც. ტექნიკით და შესაბამისი ეკიპირებით. 

ტექნიკური მომსახურება

ალმას ტექნიკური ჯგუფი ახორციელებს მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით: 

სარეკლამო კონსტრუქციის დამზადება და მასალის განთავსება

კომპანია მის კუთვნილ და დამკვეთების კონსტრუქციებზე განათავსებს ნაბეჭდ მასალას. ალმას აქვს რესურსი, აწარმოოს ლაითბოქსები კომპანიის კუთვნილ კონსტრუქციებზე განსათავსებლად და შეასრულოს კერძო დაკვეთებიც. 

სარეკლამო კონსტრუქციების მონიტორინგი და კონტროლი

ალმა როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში აწარმოებს მონიტორინგს. დღის განმავლობაში მოწმდება, თუ რამდენაად ხარისხიანადაა განთავსებული ნაბეჭდი მასალა სარეკლამო კონსტრუქციაზე. ღამით კი კონტროლდება ელ. სანათების საშუალებით განათების ხარისხი. 

სარემონტო სამუშაოები, მონტაჟი და დემონტაჟი

დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ალმა იღებს ვალდებულებას, ჩაატაროს საჭირო სარემონტო სამუშაოები უმოკლეს დროში. ასევე, ალმას ტექნიკური ჯგუფი პასუხისმგებლობას იღებს მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოებზე. 

ტექნიკური ჯგუფები სარეკლამო არხების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  1. ბილბორდები – 11 ჯგუფი.
  2. მოსაცდელები/ ლაითბოქსები – 9 ჯგუფი.
  3. მონიტორები – 4 ჯგუფი.
  4. აეროპორტები – 4 ჯგუფი.
  5. მეტრო – 4 ჯგუფი.
  6. ავტობუსები – 6 ჯგუფი.

დაგვიტოვე შეტყობინება