ალმა მომხმარებელს სთავაზობს გარე რეკლამის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საშუალებას – ვიდეო-რგოლების განთავსებას მონიტორებზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
სპეციალურად მონიტორებისთვის გამოყოფილია პროგრამული უზრუნველყოფის და რემონტის 3 ჯგუფი, რომელიც აღჭურვილია სპეც. ტექნიკით და შესაბამისი ეკიპირებით. სარეკლამო ფაილის მიღებიდან უმოკლეს დროში, 1 საათში დამკვეთის მიერ მოწოდებული ვიდეო ან ფოტო მასალა ატვირთულია სასურველ მონიტორზე.
მონიტორები გარე რეკლამის.
განსხვავებულ ტიპებს შორის ყურადღების მიპყრობის გაცილებით მაღალი
მაჩვენებლით გამოირჩევა, რასაც განაპირობებს შიდა გამონათებისა და გამოსხივების ფაქტორი.
ამ გზით, განსაკუთრებული სიცხადით
აღწევს ბიზნესის გზავნილი
მომხმარებელთან.
გარე რეკლამა, რომელიც
მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას, უზარმაზარ მონიტორზეა გაშვებული, ქვეცნობიერის დონეზე სანდოობის განცდას აჩენს
ბიზნესის მიმართ, ვინაიდან ამ გზით ბრენდი
ადამიანის აღქმაში ხანგრძლივი დროით რჩება.
მონიტორი საშუალებას იძლევა მრავალფეროვანი სარეკლამო იდეების განხორციელებისთვის. მისი საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის
კონტენტის გაშუქება, როგორიცაა ვიდეორგოლი
და კლიპი, სტატიკური რეკლამა, GIF,
სლაიდშოუ და ა.შ.
სპეციფიკიდან გამომდინარე, მონიტორებზე გაშვებული რეკლამის შეცვლა, კონტენტის დამატება, ჩანაცვლება და სხვ. მარტივად, ყველანაირი ხარჯის გარეშე არის შესაძლებელი, თანაც 1 საათის ვადაში.
ალმას მონიტორები განთავსებულია
ქვეყნის ყველაზე აქტიურ, მოძრავ და ხალხმრავალ ლოკაციებზე, სადაც მისი არსებობა უფრო თვალშისაცემია.