ალმა მომხმარებელს სთავაზობს რეკლამის განთავსებას ლაითბოქსების საშუალებით, რაც გარე რეკლამის ტიპებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალური გზაა კამპანიის წარმართვისთვის. 

ლაითბოქსი გარე რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არხია, რაზეც როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული სარეკლამო კამპანიების სტატისტიკა მიუთითებს. ამასთან ერთად, ლაითბოქსი მანიშნებელის ფუნქციასაც ატარებს და დანიშნულებამდე მისასვლელ სწორ გზას აჩვენებს. 

ლაითბოქსები ,,ალმასთვის” ახალი სარეკლამო მიმართულებაა. მიუხედავად მოკლე დროისა, კომპანიამ აქტიური მუშაობით, უმაღლესი ხარისხის მასალისა და გამოცდილი პროფესიონალების საშუალებით შეძლო, ამ კონკრეტულ ნიშაშიც დაემკვიდრებინა თავი.

რეკლამის ლაითბოქსზე განთავსების უპირატესობები

განმეორებითობის ეფექტი

ლაითბოქსის საშუალებით ბრენდი მომხმარებლის თვალში იძენს პრესტიჟულობას, შესაბამისად, პოტენციურ კონკურენტებზე მოიპოვებს დომინანტობას. 

შესამჩნევი ხილვადობა

სარეკლამო კამპანია აღქმადი ხდება კონკრეტულ ლოკაციაზე მოძრავი ქვეითებისთვის, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისა და საკუთარი ავტომანქანების მფლობელებისთვის. უფრო ზუსტად, მათი თითქმის 100%-ისთვის. 

ექსკლუზიურობა

კონკრეტული ბიზნესის კამპანია ლაითბოქსების საშუალებით განსაზღვრული დროით ექსკლუზიურობას შეინარჩუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ ქუჩაზე მსგავსი სარეკლამო აქტივობები პარალელურად არ განხორციელდება. 

ზომა – 1.2მ x 0.8მ – ზე

გვერდი – 2 

შემადგენლობა: ჩარჩო, ალუმინი, სილიკონი, ნაჭერი. 

დაგვიტოვე შეტყობინება