საწარმო

საწარმოს მიმართულებით სამუშაო პროცესები ორ ნაწილად იყოფა: წარმოება და მონტაჟი. თითოეულ მათგანში შემავალ ნაბიჯებს ქვევით დეტალურად განვიხილავთ

წარმოება

  • მომხმარებლისგან შემოსულ ინფორმაციას ამუშავებს შეკვეთების მენეჯერი. დამუშავების პროცესში გადამოწმდება ინფორმაციის სიზუსტე, დადგინდება რეკლამის ტექნიკური საჭიროებები და შეირჩევა საბეჭდი დანადგარი. 
  • დიზაინერი ამზადებს შემოსულ საბეჭდ ფაილს. აძლევს საბოლოო ზომას და აგზავნის შესაბამის საბეჭდ მანქანაში. 
  • მას შემდეგ, რაც სარეკლამო დიზაინი შესრულდება, ოპერატორი ამზადებს ფაილს, საწარმოს სპეციალისტები კი ტვირთავენ შესაბამის მასალას. ასე იწყება ბეჭდვის პროცესი.
  • საწარმოს სპეციალისტები ნაბეჭდ მასალას საბოლოოდ დაამუშავებენ.

მონტაჟი

  • ტექ. მიმართულების მენეჯერი იღებს დაკვეთებთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეკვეთების მენეჯერისგან და განსაზღვრავს, თუ სამუშაოს რა ნაწილი არის დასრულებული მოცემულ ეტაპზე. 
  • ტექ. მიმართულების მენეჯერი შესაბამისად გადაანაწილებს სამუშაოს ტექნიკურ ჯგუფებზე. 
  • მემონტაჟეებს ნაბეჭდი მასალა მიაქვთ კომპანიის კუთვნილი მანქანებით შესაბამის ლოკაციაზე და განათავსებენ მას. 
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ იქმნება ფოტო რეპორტი, რომელიც გაეგზავნება დამკვეთს. 

მონტაჟისთვის გამოყოფილი სამუშაოები თბილისში არის 00:00-06:00, რეგიონებში კი სამუშაო დროის შეზღუდვა ამ ეტაპზე არ არსებობს. 

რეკლამის დამონტაჟებას სჭირდება 6 სამუშაო დღე და მიმდინარეობს ე.წ. კონვეირული ტიპის პროცესით. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოები ჯაჭვის პრინციპითაა გაწერილი. 6 სამუშაო დღე გვაზღვევს, რომ არასტანდარტული გარემოებების შემთხვევაში მოვახდინოთ რეაგირება და დამკვეთს პროდუქტი დათქმულ ვადებში მივაწოდოთ. 

წარმოებისა და მონტაჟის სამუშაოები დამოკიდებულია მომდევნო ფაქტორებზე:

  • ელ. ენერგია
  • საბეჭდი მანქანა და მასთან დაკავშირებული გარემოებები
  • ადამიანური ფაქტორი
  • ამინდი (ქარი, ძლიერი წვიმა, ყინვა)
  • გაუთვალისწინებელი გარემოებები (საპატრულო პოლიცია, სამთავრობო დაცვა)

სტამბა/ბეჭდვა

  • ალმას საწარმოში ბეჭდვა მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპისა და მონაცემების მქონე საბეჭდი მანქანების საშუალებით. დანადგარების მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას, სრულყოფილად მოვერგოთ მომხმარებლის ყველა საჭიროებას და შევქმნათ მისთვის სასურველი პროდუქტი. 

    იხილეთ საბეჭდი მანქანებისა და მწარმოებელი ქვეყნების ჩამონათვალი: 

    GONGZHEN – ჩინეთი, 1 ერთეული

    MIMAKI swj 320 – იაპონია, 3 ერთეული

    MIMAKI sIj 320 – იაპონია, 2 ერთეული

    Challenjer 320 – ჩინეთი, 1 ერთეული

    უმაღლესი ხარისხის საბეჭდ მასალებს ალმა ჩინეთსა და თურქეთში ყიდულობს. ზოგიერთ შემთხვევაში კი მასალები ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად მზადდება. 

დაგვიტოვე შეტყობინება