ალმაში გარე რეკლამის სტანდარტს ახალ სიმაღლეზე ვაყენებთ. გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის საშუალებით, ბილბორდები ეფექტურ მარკეტინგულ ხელსაწყოდ გარდაიქმნება, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში ადამიანებისთვის ბიზნესის საქმიანობას გასაგებსა და ცხადს ხდის.
ჩვენი ბილბორდები ქვეყნის მაშტაბით
თბილისი: დედაქალაქის ცენტრში ჩვენი 4 გუნდი უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ბილბორდებზე უმაღლესი ხარისხის ბეჭდურ მასალას სტრატეგიული ხედვით ათავსებს.
აღმოსავლეთ საქართველო: ქვეყნის აღმოსავლეთში ალმას 3 ჯგუფი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ თქვენი ბრენდის მთავარი გზავნილი ზუსტად მიაწოდოს მომხმარებელს.
დასავლეთ საქართველო: დასავლეთ საქართველოსთვის გამოყოფილია ალმას 4 გუნდი, რომელიც რეკლამის ბილბორდზე განსათავსებლად უახლეს ტექნოლოგიებსა და თანამედროვე აღჭურვილობას იყენებს.
25-წლიანი გამოცდილების წყალობით, ალმა თქვენი ბიზნესისთვის ქმნის ეფექტურ გარე რეკლამას,
რომელიც კონკურენტებისგან გამოგარჩევთ. .
სამანქანო გზის ყველა ზოლზე სრულად არის განთავსებული ალმას სარეკლამო კონსტრუქციები, რაც ფართო აუდიტორიაზე გასვლის საშუალებას იძლევა.
ბრენდის რეკლამისთვის ალმას
ბილბორდების განთავსება შენობების
ყველაზე ხელსაყრელ ნაწილზე – ფასადებსა
და სახურავებზე შეგიძლიათ.
გზის პირას, ადამიანების თვალის დონეზე განთავსებული ბილბორდები თანაბრად იპყრობს როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე მძღოლების ყურადღებას.
ალმას ბილბორდებზე რეკლამის განთავსება საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებიც. ამგვარი მასშტაბის ტერიტორიულ დაფარვას კომპანიის 5000-მდე სარეკლამო გვერდი უზრუნველყოფს.