ალმა გთავაზობთ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში რეკლამის განთავსების სერვისების მრავალფეროვნებას, რომლის საშუალებითაც ტურისტებსა და საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადგილობრივ აუდიტორიას მარტივად მიაწვდინოთ ხმა. 

რეკლამის აეროპორტში განთავსების უპირატესობები

გაფრენის ტერმინალი

რეკლამის განთავსება შესაძლებელია გაფრენის შემდეგ ზონებში: 

  • რეგისტრაციის დარბაზი
  • პასპორტ-კონტროლი
  • სტერილური ზონა Duty Free-ს მიმდებარე ტერიტორიაზე (საერთაშორისო და შიდა ზონები)
  • ხიდები/ავტობუსის გასასვლელები

ჩამოფრენის ტერმინალი

რეკლამის განთავსება შესაძლებელია ჩამოფრენის შემდეგ ზონებში:

  • ხიდები/ავტობუსის გასასვლელები
  • პასპორტ-კონტროლი
  • ბარგის ზონა (საერთაშორისო და შიდა ზონები)
  • დამხვედრთა ზონა
  • პარკინგი და მიმდებარე ტერიტორია

ალმა აეროპორტებში სარეკლამო კონსტრუქციების სხვადასხვა ტიპს გთავაზობთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი სარეკლამო კონსტრუქციებიდან სასურველი:

  1. ფრეიმლესი: კონსტრუქციას არ აქვს ჩარჩო, საბეჭდ მასალას წარმოადგენს ნაჭერი და აქვს შიდა განათება. 
  2. ბილბორდები: გულისხმობს კლასიკური ტიპის ბილბორდებს, რომლებიც პარკინგებზეა განთავსებული. 
  3. ლაითბოქსები: ლაითბოქსები შედარებით მომცრო ზომის კონსტრუქციებია და გარკვეულ სივრცეებში განლაგებულია რამდენიმე ერთეული. მათი დაქირავება ყველას ერთდროულად აღების შემთხვევაში შეუძლია დამკვეთს.
  4. LED ეკრანები: სტანდარტული გაქირავების მეთოდი მოიცავს დღეში 3600 წამს. დრო თანაბრად გადანაწილდება მთელი დღის განმავლობაში. 

აეროპორტებში რეკლამის განთავსების უპირატესობები

ხანგრძლივი დროის დაყოფა

აეროპორტებში მგზავრები ხანგრძლივ დროს ატარებენ, რაც ზრდის მომხმარებლის მიერ რეკლამის შემჩნევისა და მასზე დაკვირვების შანსებს. 

მრავალფეროვანი კონტენტი

აეროპორტში განთავსებული რეკლამა იძლევა საშუალებას, კონცეფცია მორგებული იყოს კონტექსტზე და გამარტივდეს კომუნიკაცია მომხმარებელსა და ბიზნესს შორის.

პრესტიჟული განთავსება

მნიშვნელოვანია, რომ აეროპორტების ხშირი სტუმრები გავლენიანი პირები არიან, რომლებიც ბიზნეს რეჟიმში აქტიურად არიან ჩართული და რეკლამები მათ ყურადღებას აუცილებლად იპყრობს. 

დაგვიტოვე შეტყობინება