ალმა ფლობს ექსკლუზივს თბილისის მეტროში რეკლამის განთავსებაზე.

თბილისის მეტროს სარეკლამო ზონები და ტიპები

ზედა ვესტიბიული: მეტროს ამ ნაწილში ჩვენი სარეკლამო სერვისები მოიცავს არასტანდარტულ ბანერებს, ბარათის გასატარებლებსა და მონიტორებს. 

  • ქვედა ვესტიბიული (ბაქანი): მეტროს ქვედა ვესტიბიულში ბანერების განთავსება ძირითადად ბაქანზე ხდება, თუმცა, დამკვეთის პრეფერენციების მიხედვით, მონიტორების გამოყენება და არასტანდარტული განთავსებებიცაა შესაძლებელი. 
  • რეკლამა ვაგონში: მეტროს 192-ვე ვაგონში რეკლამის განთავსება შესაძლებელია როგორც მინაზე, ისე კარის თავზე გასაკრავი სტიკერებისა და  ხელის მოსაკიდებელთან განთავსებული დაფის საშუალებით. მეტროს თითოეულ ვაგონში არის 6 მინა, საიდანაც ალმა აქირავებს მინიმუმ 1 მინას ყველა (192) ვაგონში; 55 ვაგონში არის 18 დაფა ხელის მოსაკიდებელთან, ხოლო კარის თავზე გასაკრავი სტიკერები 8 კარის თავზეა განთავსებული. 

რეკლამის მეტროში განთავდების უპირატესობები

დახურული სივრცე

მეტროსადგურებში არსებული დახურული სივრცე ადამიანებს უბიძგებს, უფრო დიდი ყურადღება მიაქციონ გარშემო არსებულ დეტალებს, მათ შორის, ბანერებს, სტიკერებს, მონიტორებს და სხვ. ამას ხელს უწყობს მოლოდინის დრო და ფაქტი, რომ უმეტესად მეტროში ტელეფონი არ იჭერს.

კამპანიის გაზომვის შესაძლებლობა

მეტროში კონკრეტული სარეკლამო კამპანიის შედეგების გამოთვლა უფრო ზუსტად შეიძლება, ვიდრე ღია სივრცეში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გვაქვს საშუალება, ლაივ-რეჟიმში გავიგოთ ამა თუ იმ სადგურში მგზავრობის რა რაოდენობა შესრულდა.

ფართო აუდიტორია

თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 40% მეტროთი სარგებლობს და მათგან 50%-ზე მეტი თითქმის ყოველდღიურად იყენებს მას. შესაბამისად, იქმნება შესაძლებლობა, დაუკავშირდეთ ფართო აუდიტორიას.

განმეორებითობის ეფექტი

სარეკლამო კამპანიის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს განმეორებითობის ეფექტი. ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 400 000-ზე მეტი ყოველდღიურად მგზავრობს მეტროთი, ერთი და იგივე რეკლამა მათ ყურადღებას ინტენსიურად იქცევს, ეს კი კონტენტს დასამახსოვრებელს ხდის.

დაუკავშირდით ალმას დღესვე და გააუმჯობესეთ ბრენდის ხილვადობა მეტროსადგურებში რეკლამის საშუალებით. 

დაგვიტოვე შეტყობინება