ჩვენს მომხმარებელს ავტობუსის მოსაცდელებზე რეკლამის განთავსება შეუძლიათ საქართველოს 11 წამყვან ქალაქში:

  1. თბილისი
  2. ბათუმი
  3. რუსთავი
  4. ქუთაისი
  5. ზუგდიდი
  6. გორი
  7. მარნეული
  8. ახალციხე
  9. ამბროლაური
  10. ოზურგეთი
  11. ქობულეთი

11 ქალაქში ალმას სარეკლამო ბანერები დაახლოებით 1500 ლოკაციაზე შეიძლება განთავსდეს, აქედან 800-მდე ლოკაცია თბილისს ეკუთვნის. 

რეკლამის ავტობუსების მოსაცდელებზე განთავსების უპირატესობები

შეუზღუდავი სეგმენტი

ავტობუსის გაჩერებაზე განთავსებული რეკლამის მთავარი უპირატესობაა წვდომა განსხვავებულ სეგმენტებთან, რაც ფართო სამიზნე აუდიტორიას ქმნის. საბოლოოდ აუდიტორიის თითოეულ წევრს თანაბარი წარმატებით მიეწოდება რეკლამა.
ავტობუსით წელიწადში დაახლოებით
200 000 000 მგზავრობა ხორციელდება.

რეკლამა თვალის სიმაღლეზე

რეკლამის აღქმადობას სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს ის, თუ რა
სიმაღლეზეა იგი განთავსებული. ადამიანის თვალის სიმაღლეზე არსებული რეკლამა ყველაზე ოპტიმალური საშუალებაა ბრენდის
გზავნილის მომხმარებლამდე მისატანად.

ინტერაქციული რეკლამა

ავტობუსების მოსაცდელები იძლევა საშუალებას, სტანდარტული რეკლამების გარდა, აქ ინტერაქციული რეკლამებიც განათავსოთ და უკეთ დაუკავშირდეთ მომხმარებელს.

რეკლამა ისტორიულ უბნებში

ავტობუსის მოსაცდელზე რეკლამის განთავსება შესაძლებელია ისეთ უბნებში, სადაც არ არსებობს გარე რეკლამის სხვა კონსტრუქციები. ასეთია, მაგალითად,
ძველი თბილისი.

სარეკლამო კონსტრუქციის ტიპი

ავტობუსის მოსაცდელის სარეკლამო
სივრცე მაღალი ხარისხის კონსტრუქციით.
იგი არის სტატიკური ტიპის, დამზადებული
შიდა გამონათების მაღალი ხარისხისა და გარჩევადობის მასალის – ნაჭრისგან.

დაგვიტოვე შეტყობინება