მონტაჟისთვის გამოყოფილი სამუშაოები თბილისში არის 00:00-06:00, რეგიონებში კი სამუშაო დროის შეზღუდვა ამ ეტაპზე არ არსებობს.
რეკლამის დამონტაჟებას სჭირდება 6 სამუშაო დღე და მიმდინარეობს ე.წ. კონვეირული ტიპის პროცესით. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოები ჯაჭვის პრინციპითაა გაწერილი. 6 სამუშაო დღე გვაზღვევს, რომ არასტანდარტული გარემოებების შემთხვევაში მოვახდინოთ რეაგირება და დამკვეთს პროდუქტი დათქმულ ვადებში მივაწოდოთ.