მზიური ხარ შენ!

თუ მზიურის კაფეს სტუმარი აქამდე არ ყოფილხართ, სავარაუდოდ, მის შესახებ გსმენიათ და გეცოდინებათ, რომ წარმატებული სოციალური საწარმოს ერთ-ერთი სამაგალითო ნიმუშია. ამ სოციალურმა კაფემ, შეუძლებლის დაძლევით, ჯერ შინ გაითქვა სახელი და შემდეგ, საქართველოს საზღვრებსაც გასცდა; სოციალური მეწარმეობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქვეყნებს მიაწვდინა ხმა და წარმატებული სოციალური კაფეების გვერდით დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი.

ასეთი შესავლის შემდეგ, მზიურის კაფეს საქმე, ალბათ, უღრუბლო და უდარდელი წარმოგიდგათ თვალწინ. ამიტომაც აქვე გეტყვით:

მზიურის კაფეს საფრთხე ელის.
მზიურის კაფეს დახურვას უპირებენ.

დიახ, სამწუხაროდ გვაქვს საქმე. იმ სასარგებლო მაგალითს, რომელსაც გვერდში დგომა, განვითარებაში ხელშეწყობა ან უბრალოდ ხელის არ შეშლა სჭირდება, გაჩერება ემუქრება.

აქვე, სანამ საქმეში ჩაუხედავი ადამიანების გავლენით შექმნილი აზრი იჩენს თავს, ვეცდები მოგიყვეთ, რას ნიშნავს წარმატებული სოციალური კაფე და რატომ არის მზიურის კაფეს ამბავი და გასაჭირი თითოეული ჩვენგანის ამბავიც და გასაჭირიც.

თუ სოციალური კაფეს სტატუსმა დაგაბნიათ, სიცხადისთვის შემოგთავაზებთ, წარმოიდგინოთ კაფე, სადაც შეგიძლიათ მყუდრო გარემოში დიდი დრო გაატაროთ, საინტერესო ღონისძიებებს დაესწროთ და მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავის ან ჩაის შეკვეთითაც კი სასარგებლო ამბების თანამონაწილე გახდეთ, რადგან კაფეში, სადაც თქვენ იმყოფებით მუდმივად ზრუნავენ მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად.

მეტი ინფორმაციისთვის კი შევეცდები თანმიმდევრულად მოგიყვეთ იმის შესახებ, რაც ჩემ თვალწინ დაიწყო, განვითარდა, რისი ეფექტი მეც გამოვცადე და მისი გავლენით სხვების ცვლილებაც ვნახე.

  • 2009 წელი – გაცნობა

ამ წელს პირველად გავიცანი ანა გოგუაძე, მზიურის ფესტივალის ავტორი, რომელიც გაპარტახებულ და მიტოვებულ მზიურში ახალ სიცოცხლეს წინსწრებით ხედავდა. ზუსტად იცოდა, სისრულეში როგორ უნდა მოეყვანა თავისი გეგმა. მე, იმ დროს, ერთ კერძო კომპანიას წარმოვადგენდი, რომელმაც ანას გეგმა უპირობოდ გაიზიარა და ასე შევუდექით სწავლას მუშაობაში. დიახ, კერძო კომპანიები ასეთ დროს ბევრს სწავლობენ, სტანდარტულის ახლებურად დანახვას, გარშემო არსებული პრობლემების აღმოჩენას და გააზრებას ცდილობენ. საბოლოოდ კი ერთობლივი საქმე მრავალ წელს გადასწვდება ხოლმე, თანამოაზრე პარტნიორების რიცხვიც იმატებს და ხელშესახები ცვლილებებიც აუცილებლად დგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

დაგვიტოვე შეტყობინება