ინფორმაცია - სიახლე, სამგანზომილებიანი (3D) გრაფიკული კონტენტის შესახებ მონიტორებზე

18.05.2023

გარე რეკლამის დამკვეთებისათვის, რეკლამის მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ცნობილია, რომ შპს „ალმა“ მრავალი წელია ახორციელებს სარეკლამო მომსახურებას მის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში განთავსებული სარეკლამო (ციფრული) მონიტორების მეშვეობით.

დღემდე, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გაგვეწია ზემოაღნიშნული სერვისი მხოლოდ ორგანზომილებიანი (2D) გამოსახულების მქონე ვიდეო რგოლების მეშვეობით. თუმცა, ჩვენი კომპანიის სპეციალისტებისა და დეველოპერების ძალისხმევის შედეგად, ამიერიდან, შესაძლებელი იქნება ჩვენს მიერ სამგანზომილებიანი (3D) გრაფიკის მქონე სარეკლამო რგოლების დამზადების უზრუნველყოფა და მათი შპს „ალმა“ -ს სარეკლამო მონიტორებზე გაშვება. მსგავსი ფორმატის მქონე სარეკლამო კლიპების განთავსება, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ კონკრეტულ, შერჩეულ ციფრულ მონიტორებზე იქნება შესაძლებელი.

დაინტერესებულ პირებს უკვე აქვთ შესაძლებლობა დაუკვეთონ შპს „ალმა“-ს ზემოაღნიშნული სერვისი. სამგანზომილებიანი (3D) გრაფიკის მქონე სარეკლამო რგოლების განთავსების ღირებულება განსხვავდება (2D რგოლების მეშვეობით განხორციელებული) მონიტორების სტანდარტული სერვისის საფასურისგან და მისი ოდენობა ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაშია მითითებული.

 

შპს „ალმა“