შპს „ალმა“-ს განცხადება

07.09.2021

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვების გაცემის თაობაზე ელექტრონული პირობებიანი აუქციონების გამოცხადების შესახებ“ ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის სსიპ -  ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის ბ61.012118613 ბრძანების საფუძველზე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში (ლოტი #1; აუქციონი #599 და ლოტი #2; აუქციონი #599) გამარჯვების შედეგად, 2021 წლის 19 აგვისტოს შპს „ალმა“-სა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებების შესაბამისად, 2021 წლის 1 სექტემბრიდან შპს „ალმა“-ს ექსკლუზიურად გადაეცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, შესაბამისი ლოტებით გათვალისწინებულ (მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს) ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა (2021 წლის 1 სექტემბრის ნებართვა #000001 და #000002).

 

შპს „ალმა“ ითვალისწინებს რომ:

 

  • იმ იურიდიულ/ფიზიკურ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ შპს „ალმა“-ზე გაცემული გარე რეკლამის ნებართვებით გათვალისწინებულ, „არსებულ ობიექტებზე“ განთავსებული სარეკლამო კონსტრუქციების მესაკუთრეებს, 2021 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნულ კონსტრუქციებზე  აღარ გააჩნიათ გარე სარეკლამო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება/ნებართვა

 

გამოთქვამს მზაობას უზრუნველყოს მათთვის შესაბამისი შეთავაზების გაკეთება აღნიშნული სარეკლამო კონსტრუქციების (ნივთების) არსებული მდგომარეობით შეძენასთან დაკავშირებით.