"ალმა" უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სტამბას აშენებს
12.08.2016
სარეკლამო კომპანია „ალმა“ წარმოებას აფართოებს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბაქტერიოფაგის მიმდებარე ტერიტორიაზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სტამბას აშენებს.
მსოფლიოში ცნობილი იაპონური ბრენდის, "მიმაკის" საბეჭდი დანადგარებით აღჭურვილი სტამბა როგორც ფართოფორმატიანი, ისე ოფსეტური ბეჭდვის მომსახურებას გაუწევს მომხმარებელს.

"ალმას" გენერალური დირექტორის, გიორგი ტრაპაიძის თქმით, საწარმო ათობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და სარეკლამო პროდუქტების უმაღლესი სტანდარტების დანერგვის საშუალებას მოგვცემს.
"ერთი წლის შემდეგ, ამ შენობაში განთავსდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტამბა, რომელიც იფუნქციონირებს როგორც ოფსეტური მიმართულებით, ასევე ფართოფორმატიანი ბეჭდვითი მომსახურებით, რაც ბუნებრივია, მოგვცემს საშუალებას, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ახალი პროდუქტები, გავუწიოთ ისეთი მომსახურება, რომლის მიღების საშუალებაც აქამდე არ ჰქონდათ", - განაცხადა "ალმას" გენერალურმა დირექტორმა.
ცნობისთვის, კომპანია "ალმას" წარმომადგენლების ცნობით, "ალმა" 1995 წლიდან საქართველოში ლიდერია გარე რეკლამის მომსახურებაში. "ალმა" გახლდათ ნოვატორი კომპანია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული სარეკლამო ბაზრის ჩამოყალიბებას.
დღესდღეობით, კომპანიის საკუთრებაშია 400-მდე ბილბორდი მთელ საქართველოში.
10-მდე მონიტორი თბილისში, 1000-მდე ავტობუსის მოსაცდელი საქართველოში, რეკლამის ექსკლუზიურად განთავსების უფლება თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში. 2002 წლიდან, ”ალმა” ფლობს ამიერკავკასიაში ყველაზე მაღალტექნოლოგიურ სტამბას - "DGM"- ს.
https://epn.ge/?id=29143