ალმა და BroadSign International-ის თანამშრომლობა ხელშეკრულებით დასრულდა.
07.10.2015
სარეკლამო კომპანია ალმა აგრძელებს საქართველოს სარეკლამო ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.
2015 წლის 29 სექტემბერს ალმამ გააფორმა ხელშეკრულება მსოფლიოში ყველაზე დიდ და წარმატებულ ციფრული მომსახურების მომწოდებელ კომპანია BroadSign International-თან,
მათთან თანამშრომლობა გაამარტივებს და მოქნილს გახდის სამომავლოდ სარეკლამო კონტენტის მართვას საქართველოს მაშტაბით.
BroadSign-ი წლებია თანამშრომლობს ისეთ სარეკლამო კომპანიებთან, როგორებიც არიან: JCDecaux, Clearchannel, Lamar, Ocean Outdoor, OOH! და ა.შ.
იხილეთ სტატია ჩვენი და BroadSign International თანამშრომლობაზე მოცემულ ლინკზე: