ჩვენ შესახებ

,,ალმა” წამყვანი სარეკლამო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. კომპანიას გარე რეკლამის მიმართულებით 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ წლების განმავლობაში უცვლელია ,,ალმას” ყველაზე დიდი ინსპირაცია – მომხმარებელი და მისი კმაყოფილება. 

ჩვენი ისტორია 1995 წლიდან იწყება, როცა კომპანია ჯერ კიდევ “Alma Plus”-ის სახელით ოპერირებდა. ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ გარე რეკლამის ინდუსტრიაში უკონკურენტო ადგილი დაიკავა. 2013 წლის ოქტომბერს კი შეუერთდა ვისოლ ჯგუფს. ეს მომენტი ,,ალმას” ისტორიაში სიახლეების, შესაძლებლობებისა და ახალი გამოწვევების დასაწყისად იქცა.

,,ალმას” ხედვა

დაარსების დღიდან ,,ალმას” წამყვანი ადგილი უჭირავს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. კომპანიის ფილოსოფია ავთენტურობის პრინციპზეა დაშენებული, ამომავალი წერტილი კი ყოველთვის იყო მომხმარებელი. ,,ალმა” ამაყობს სიახლეებისკენ სწრაფვით და რეალობისთვის ფეხის აწყობით. კომპანია ნოვატორული მიდგომით გამოირჩევა, მის მიერ შესრულებული პროექტები კი გარე სინამდვილეს იდეალურად ერგება. ინოვაციისა და ცვლილებისკენ სწრაფვა კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 

დინამიურობასთან ერთად, ,,ალმა” მრავალფეროვნების მნიშვნელობასაც აღიარებს. კომპანიამ წლების მანძილზე შეძლო, შეექმნა პროდუქციის ისეთი მრავალფეროვნება, რომელიც ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავებულ სეგმენტებს თანაბარი წარმატებით მიაწვდიდა გარე რეკლამის სერვისს. კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით 10-ზე მეტ სარეკლამო არხს სთავაზობს მომხმარებელს გარე რეკლამის სფეროში. ამ გზით, საშუალებას ვაძლევთ ბიზნესებს, ზომისა თუ საქმიანობის მიუხედავად, მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია დაამყარონ. 

,,ალმას” მიზანი და მისია

,,ალმას” მიზანია, შეინარჩუნოს ლიდერი პოზიცია გარე რეკლამის სფეროში საქართველოს მასშტაბით.

,,ალმას” მისიაა, საქართველოში გარე რეკლამის სფერო განავითაროს და დანერგოს ახალი, ინოვაციური პროდუქტები.

,,ალმას” ღირებულებები

პროფესიონალიზმი: ჩვენი გუნდი გამოცდილი პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც თითოეულ პროექტში წლების განმავლობაში დაგროვებულ ყოველმხრივ ცოდნას დებენ. 

კრეატიულობა: გვჯერა, რომ კრეატივი სარეკლამო სფეროში უკონკურენტოა. კრეატიული ფიქრის უნარი კი ისაა, რასაც ,,ალმას” გუნდი ღირებულ იდეებამდე მიჰყავს. 

თავისუფლება: ვაღიარებთ თავისუფლების მნიშვნელობას, მით უფრო მაშინ, როცა საქმე შემოქმედებითობას ეხება. ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული იდეა ფასეულია. 

მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ: თავს ვალდებულად მივიჩნევთ, მუდმივად გავიზარდოთ, განვვითარდეთ და შევქმნათ ახალი სტანდარტი სარეკლამო სფეროში. 

ეფექტური კომუნიკაცია მომხმარებელთან: დარწმუნებული ვართ, რომ კლიენტთან ღია და ეფექტური კომუნიკაცია მათი მოთხოვნილებების სრულყოფილად დაკმაყოფილებაში გვეხმარება, ხშირად კი, მოლოდინების გადაჭარბებაც გამოგვდის. 

მნიშვნელოვანი თარიღები კომპანიის ისტორიაში

  • 1995 წელს დაარსდა კომპანია “Alma Plus”.
  • 2013 წლის ოქტომბერში კომპანია შეუერთდა ვისოლ ჯგუფს
  • 2016 წლიდან კომპანიამ მომსახურეობის სპექტრის გაზრდაზე დაიწყო ზრუნვა. შედეგად, ამავე წელს გაიმარჯვა საჯარო აუქციონში, რომლის ფარგლებშიც მოსაცდელებზე რეკლამის განთავსების უფლება მოიპოვა თბილისში. აღსანიშნია, რომ მოსაცდელების დაყენებაზე თავად ,,ალმამ” იზრუნა. 700 ახალი მოსაცდელის დამონტაჟებით ქალაქის ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდა. 
  • 2017 წელს კომპანიამ შეიძინა outdoor.ge, იმ დროისთვის საქართველოში ყველაზე მსხვილი სარეკლამო კომპანია, რომელსაც ბაზრის ლიდერი პოზიცია ეჭირა. ეს ალმას ისტორიაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. 
  • 2019 წელს კიდევ ერთ საჯარო აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების უფლება მოიპოვა. შედეგად, დაიწყო მეტროსა და ავტობუსებსში სხვადასხვა ტიპის რეკლამის განთავსების სერვისი. 
  • 2020 წელს კომპანიამ ბათუმის ავტობუსებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. აქვე, ,,ალმამ” საფეხმავლო ხიდების მშენებლობასა და ხიდებზე რეკლამის განთავსების ასევე ექსკლუზიური უფლება მიიღო. შესაბამისი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. 
  • 2021 წელს კომპანიამ გარე რეკლამის საჯარო აუქციონზე გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ გაიმყარა ლიდერი პოზიცია ბაზარზე. ამავე წელს ,,ალმა” გახდა საქართველოში გარე რეკლამის სრული ინდუსტრიის 99%-ის მფლობელი. 

,,ალმას” სერვისების ჩამონათვალი

ჩვენი გუნდი

გიორგი ტრაპაიძე

დირექტორი

ლაშა გოგოჭური

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ლადო ლომსაძე

იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ნათია დავითაძე

ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ლელა ბერუაშვილი

მთავარი ბუღალტერი

მარიამ ჯიქია

მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თამარ ჯოჯუა

კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

ბიჭი სირაძე

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი

თამარ ბურკაძე

ავტობუსისა და ავტობუსის მოსაცდელების სარეკლამო მიმართულების ხელმძღვანელი

ბეჟო ბეჟანიშვილი

სალიცენზიო მიმართულების ხელმძღვანელი

ვაჟა რუხაძე

ლედ - მონიტორების სარეკლამო მიმართულების ხელმძღვანელი

გიორგი ბოლქვაძე

საერთაშორისო აეროპორტისა და თბილისის მეტროს სარეკლამო მიმართულების ხელმძღვანელი

თემო სულამანიძე

გაყიდვების უფროსი სპეციალისტი

ლაშა ცააძე

გაყიდვების უფროსი სპეციალისტი

Previous slide
Next slide

გიორგი ტრაპაიძე

დირექტორი

ლაშა გოგოჭური

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ლადო ლომსაძე

იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ნათია დავითაძე

ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ლელა ბერუაშვილი

მთავარი ბუღალტერი

მარიამ ჯიქია

მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თამარ ჯოჯუა

კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

ბიჭი სირაძე

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი

თამარ ბურკაძე

ავტობუსისა და ავტობუსის მოსაცდელების სარეკლამო მიმართულების ხელმძღვანელი

ბეჟო ბეჟანიშვილი

სალიცენზიო მიმართულების ხელმძღვანელი

ვაჟა რუხაძე

ლედ - მონიტორების სარეკლამო მიმართულების ხელმძღვანელი

გიორგი ბოლქვაძე

საერთაშორისო აეროპორტისა და თბილისის მეტროს სარეკლამო მიმართულების ხელმძღვანელი

თემო სულამანიძე

გაყიდვების უფროსი სპეციალისტი

ლაშა ცააძე

გაყიდვების უფროსი სპეციალისტი

Previous slide
Next slide

ვისოლ ჯგუფის შესახებ

ვისოლ ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდგრადი ბიზნესჯგუფია, რომელიც განვითარების 25-წლიან ისტორიას ითვლის. ვისოლ ჯგუფის საქმიანობის არეალი მოიცავს ნავთობპროდუქტებს, ავტომომსახურებას, უძრავ ქონებას, სუპერმარკეტებს, ამერიკული რესტორნების ქსელებსა და სარეკლამო სფეროს. 

ვისოლ ჯგუფის წევრები

დაგვიტოვე შეტყობინება