კომპანია „ალმა“ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის 700 ახალ მოსაცდელ კონსტრუქციას  განათავსებს!

30.05.2016

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე აუქციონში გამარჯვებული კომპანიის  - „ალმა-ტრანსპორტის“  ხელმძღვანელს  გიორგი ტრაპაიძეს შეხვდა.  

კომპანია „ალმა-ტრანსპორტი“ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის 700 ახალ მოსაცდელ კონსტრუქციას  განათავსებს. თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის მოსაცდელი კონსტრუქციების  განთავსების მიზნით  700 ადგილი  შეარჩია. მიწის იჯარით გაცემის შესახებ აუქციონი  მიმდინარე წლის  25 მარტს გამოცხადდა   და   4  აპრილს დასრულდა.

 აუქციონში გამარჯვებული კომპანია "ალმას" შვილობილი კომპანია „ალმა-ტრანსპორტი“ მოსაცდელების მონტაჟს 40 დღეში დაიწყებს და 2017 წლის მაისამდე  დაასრულებს.

 

სტატიის ლინკი თბილისის მერიის ვებ-გვერდზე