კომპანიის ისტორია

 „ალმა“ საქართველოში წამყვანი კომპანიაა გარე რეკლამის ბაზარზე 1995 წლიდან.  2013 წლის ოქტომბრამდე კომპანია ცნობილი იყო „ალმა პლიუსის“ სახელით. თავისი ნოვატორული მიდგომით, კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა ქართული სარეკლამო ბაზრის ჩამოყალიბებასა და მის შემდგომ განვითარებას.  ბოლო პერიოდში კი კომპანიამ რებრენდინგი განიცადა და მომსახურების სპექტრი გააფართოვა, რადგან მან კომპანია Vellagio-საგან შეიძინა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო  აეროპორტებში რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება და ასევე მისი ბრენდის ქვეშ გაერთიანდა 2002 წლიდან ამიერკავკასიაში ყველაზე მაღალტექნოლოგიური სტამბა „DGM“. დღეს კომპანიის მფლობელობაში არსებული ბილბორდები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული. 

ჩვენი კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალური გუნდი და საკუთარი საწარმო ბაზის არსებობა საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ ნებისმიერი მოცულობის  და სირთულის  სამუშაოები, რაც  თავის მხრივ არის საუკეთესო ხარისხისა და ყველაზე მისაღები ფასების გარანტია.